რთულია მარტო დარჩენა, რთულია როცა საპირისპირო მხარეს რაღაც გექაჩება და შენ ვერ გაგირკვევია საით წახვიდე, რომელ გზას გაჰყვე ერთ მხარეს ყველაფერი კარგადაა გიჭირს ამ გზიდან გადასვლა, ხოლო მეორე გზა სრულიად გამორიცხავს პირველს საითაც არ უნდა გაიხედო მარჯვნივ თუ მარცხნივ ორივე მხარეს ვიღაცა რაღაცას ითხოვს და რა ხდება წინ, წინ არავინ იხედება უკან კი მოგონებების კორიანტელი მოგზდევს მხეცივით და სადაცაა ჩაგყლაპავს ან როგორ ჩამყლაპავს ვის რაში ვეყოფი ამდენიც არ ვარ. არც არავინ გმატეს ძალას, რაღაც ხმები ჩაგესმის წადი, არ დაფიქრდე , გააკეთე ეს მაგრამ ვინ უსმენს ამას ვის სცალია ამისთვის მიუხედავად ამ ქაოსისა მაინც წინ, წინ იყურები და რაღაცის იმედი გაქვს, მაგრამ მოიცადე ზემოთ არ ამიხედავს სულ ზევით იქ იქნება ის ძალა, რომელიც დაგეხმარება მაგრამ დრო, მომენტი ვერ შევარჩიე ალბათ ზევით ასახედად, კიდევ რაღაც ხმებია კიდევ მექაჩებიან  მე წინ მინდა წავიდე,რამინდა ისიც არ ვიცი, მაგრამ მხოლოდ წინ წასვლის ინსტიქტი მამოძრავებს , რაღაცას ვხედავ ბუნდოვნად უბრალოდ რამდენინე დღე თვე თუ წელი მეფარება და მიჭირს დანახვა, სად აღმოვჩნდი, როდის აღმოვჩნდი ამ ჭაობში? რატომ დამემართა ეს არადა არც მიფიქრია ამაზე, ვის დავუჯერო სააკუთარ თავს? საკუთარი თავისაც არ მესმის ამ ქაოსში .. როდის დამთავრდება, როდის გამოჩნდება ნამდვილი გზა შეიძლება ეკიანიც კი, საით წავიდე? დროც არ მაქვს დროც მანადგურებს რაღაც მჭამს შიგნიდან ვპატარავდები, ვილევი და ალბათ სულ აღარაფერი დავრჩები ახლა მხოლოდ ზევით ასახედად გზას ვეძებ ეგ საბოლოო შანსია ამ ომის დასრულებისთვის , მაგრამ როდიის დრო მკლავს დრო მჭამს და არ მინდობს….