რთულია მარტო დარჩენა, რთულია როცა საპირისპირო მხარეს რაღაც გექაჩება და შენ ვერ გაგირკვევია საით წახვიდე, რომელ გზას გაჰყვე ერთ მხარეს ყველაფერი კარგადაა გიჭირს ამ გზიდან გადასვლა, ხოლო მეორე გზა სრულიად გამორიცხავს პირველს საითაც არ უნდა გაიხედო მარჯვნივ თუ მარცხნივ ორივე მხარეს ვიღაცა რაღაცას ითხოვს და რა ხდება წინ, წინ არავინ იხედება უკან კი მოგონებების კორიანტელი მოგზდევს მხეცივით და სადაცაა ჩაგყლაპავს ან როგორ ჩამყლაპავს ვის რაში ვეყოფი ამდენიც არ ვარ. არც არავინ გმატეს ძალას, რაღაც ხმები ჩაგესმის წადი, არ დაფიქრდე , გააკეთე ეს მაგრამ ვინ უსმენს ამას ვის სცალია ამისთვის მიუხედავად ამ ქაოსისა მაინც წინ, წინ იყურები და რაღაცის იმედი გაქვს, მაგრამ მოიცადე ზემოთ არ ამიხედავს სულ ზევით იქ იქნება ის ძალა, რომელიც დაგეხმარება მაგრამ დრო, მომენტი ვერ შევარჩიე ალბათ ზევით ასახედად, კიდევ რაღაც ხმებია კიდევ მექაჩებიან  მე წინ მინდა წავიდე,რამინდა ისიც არ ვიცი, მაგრამ მხოლოდ წინ წასვლის ინსტიქტი მამოძრავებს , რაღაცას ვხედავ ბუნდოვნად უბრალოდ რამდენინე დღე თვე თუ წელი მეფარება და მიჭირს დანახვა, სად აღმოვჩნდი, როდის აღმოვჩნდი ამ ჭაობში? რატომ დამემართა ეს არადა არც მიფიქრია ამაზე, ვის დავუჯერო სააკუთარ თავს? საკუთარი თავისაც არ მესმის ამ ქაოსში .. როდის დამთავრდება, როდის გამოჩნდება ნამდვილი გზა შეიძლება ეკიანიც კი, საით წავიდე? დროც არ მაქვს დროც მანადგურებს რაღაც მჭამს შიგნიდან ვპატარავდები, ვილევი და ალბათ სულ აღარაფერი დავრჩები ახლა მხოლოდ ზევით ასახედად გზას ვეძებ ეგ საბოლოო შანსია ამ ომის დასრულებისთვის , მაგრამ როდიის დრო მკლავს დრო მჭამს და არ მინდობს….

Advertisements

რთულია გადაწყვეტილების მიღება, რთულია არჩევანის გაკეთება, თუმცა ზოგჯერ ისიც ბედნიერებაა რომ რაგაც ასარჩევი გაქვს რაღაც ალტერნატივა არსებობს.  ზოგ შემთხვევაში უდიდეს უკიდურესობასთან გვაქვს საქმე, ძალიან რთულია როცა შენზეა დამოკიდებული ყველაფერი,შენი არჩევანი წყვეტს მომავალს და ამ მომავალში დაშვებული  ყველა შეცდომაც და წარუმატებლობა ისევ და ისევ შენი ბრალი იქნება. ამას თავიდანვე უნდა შეეგუო, როცა ნაბიჯს დგამ, იბრძვი რაღაცისთვის და წარმოდგენაც კი არ გაქვს ეს ბრძოლა როგორ დასრულდება გაიმარჯვებ თუ დამარცხდები ან საერთოდ შეეწირები მსხვერპლად, მაგრამ შედეგი სად არის შედეგი?! ალბათ იმდენად დაიგალე და დაკარგე რეალობის შეგრძნება რომ შედეგის დანახვაც გიჭირს გაურკვევლობაში ხარ ყველაფერს ბურუსი იცვას და ელოდები როდის გადავა ეს შავი ღრუბელი და მზის შუქზე დაინახავ რეალობაას, მაგრამ არა იმ ვარდისფერი სათვალით, რომელიც ბრძლოის დაწყებამდე გეკეთა და ამ ბრძოლის დაწყება განაპირობა, არამედ რეალური თვალით კრიტიკულად და ცივი გონებით გაანალიზებ ყველაფერს და მიხვდები, რომ განვლილი გზის სირთულე ისევ და ისევ შენს სასიკეთოდ ყოფილა შენ  ამ ყველაფერმა გაგზარდა, გამოგცადა და გაგაძლიერაა დ მომდევნო ეტააოს უკვე ბრძოლის გარეშე გადახვალ ოღონდ არა ვარდისფერი სათვალით არამედ  საკუთარი გამოცდილების ფპნზე დანახული რეალობის შეგრზნებით

<<<<<<<<<<<<<<<

ადამიანი იბადება და კვდება, ამ ორ მოვლენას შორის ისეთი მცირე შუალედია,რომ ვერც ვიაზრებ რისთვის ვცხოვრობ რაუნდა მოვასწრო ამ დროში, არც გვიჩნდება ზოგჯერ ეს კითხვა და ვფიქრობ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. რაღაცისთვის იბრძვი, მოქმედებ და შედეგი ყველასთვის განსხვავებულია . ხოლო ამ შედეგის ვარგისიანობა სხვა კრიტერიუმებით ისაზგვრება .

ერთადერთი რამ ამ ცხოვრებაში რელიგიური თვალსაზრისით სულის ცხონებაა, მაგრამ ამ უმაღლეს საფეხურამდე  ასასვლელი კიბე ძალიან გრძელი და რთულად გასავლელია. რა არის ეს? ამის არსი არც კი ვიცით. ჩვენ ვცხოვრობთ დგევანდელი დღით, ვაფასებთ , ვაკრიტიკებთ ვკლავთ, ვტკენთ, ზიანს ვაყენებთდა გვავიწყდება აი ის ზემოთხდსენებული ,,მიზანი” . ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად ვფიქრობ ამ თემაზე მაგრამ დასკვნა ვერ გმაოვიტანეე უბრალოდ ერთადერთი  ხელჩასაჭიდ მიზეზად სიყვარული მიმაჩნია სიყვარული ყველანაირი , უბრალოდ ამ მცირე დროში უნდა მოვასწროთ ყველასთან დიდი დროის გატარება მეტი სითბო გავცეთ . რაც შეიძელბა დადებითი თვისებები გამოვავლინოთ რადგან სიტყვები: ,,კარგი ადამიანი იყო”  უბრალო სიტყვებად არ დარჩეს და გულიდან წამოსული იყოს იმ ცრემლის ერთი წვეთიც, რომელსაც ჩვენ გამო დაღვრიან  ახლობლები თუ ნაცნობები უბრალო ცერემონიისას, რათა არ დაგვავიწყდეს რომ ადამიანები გვაქვს 🙂

<<<<<>>>>>

ფიქრობ, ფიქრობ და ფიქრობ, მაგრამ დასკვნა ვერ გამოგაქვს. რაღაცით კმაყოფილი ხარ მაგრამ მაინც  გაქვს არასრულფასოვნების შეგრძნება. ერთი შეხედვით რთულია სახელი დაარქვა შენს ცხოვრებას , ვინაიდან არსებობს წრეები, სადაც შეიძლებაა ძალიან მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდე, თუმცა სადღაც სხვაგან უდაბლეს საფეხურზე მდგომ არსებად წარმოიდგინო საკუთარი თავი, შეგებრალოს და შეიძლება შეგზიზდეს კიდეც..

გარემო იმდენად ცვალებადია და იმდენად მოულოდნელობებით აღსავსე, რომ ვერც კი გრძნობ როგორ იცვლები და ყალიბდები რადიკალურად განსხვავებულ პიროვნებად…  ცხოვრება  გხდის სასტიკს,  ძლიერს, ან თუნდაც პირიქით. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი შედარებითია… პრობლემებიი ყოველთვის არსებობს, ეს შეიძლება იყოს იმდენად უმნიშვნელო, რომ ვერც კი ვამჩნევდეთ და ვერც კი აღვიქვამდეთ, თუმცა ცოტახანში იქმნება ისეთ პირობა,რომ ეს მცირე წერტილი უდიდეს ლაქად რჩება ცხოვრების რომელიმე ფურცელზეე. ამიტომ არასდროს უნდა იფიქრო,რომ ამით ყველაფერი დასრულდა,  უნდა ვისწავლოთ   მოთმინება. ამით დავეხმარებით საკუთარ თავს და კოშმარულ სიზმრად არგარ  მოგვეჩვენება ეს ყველაფერი, ყოველთვის უნდა იფიქრო რომ შეიძლება ამაზე უარესიც მომხდარიყო, გაიგიმო და გააგრძელო ცხოვრება, ისე როგორც სიტუაცია მოითხოვს..

არა მხოლოდ მასწავლებელი

ჩვენი ცხოვრების ყველა ეტაპი  უდიდეს მნშვნელობას იძენს გასაკუთრებით მაშინ, როცა რაღაც  გადაწყვეტილებას ვიღებთ. ნებისმიერი ეს გადაწყვეტილება იქნება ეს ჩვენ მიერ მიღებული თუ სხვა, ასე თუ ისე ცვლის ჩვენს ყოველდღიურობას, გარკვეული დროის მანძილზე ყველაფერი ერთფეროვანი და თითქოსდა მოსაწყენიხდება, მაგრამ ეს ერთფეროვნება იმდენად გვაჩვევს რომ ცვლილებისთანავე გვენატრება, და უფრო გვიყვარდება … ვეჩვევით ადამიანებს , გარემოს და ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ელემენტები ლამაზ მოგონებებად რჩება ჩვენში.

თორმეტი წლის წინ  როგორც ყველა ჩემი ასაკის ბავშვი სკოლაში  მივედი, მივედი სამყაროში რომლიდანაც დაიწყო ჩემი თითქოსდა ერთფეროვანი ცხოვრება,  გამოუცდელი, დაბნეული ბავშვი, რომელმაც არც კი იცოდა რა უნდა გაეკეთებინა ამხელა შენობაში ( ახლაც მეცინება როგორი უზარმაზარი წარმომედგინა ორსართულიანი პატარა შენობა ) მაშინ ვნახე პირველი მასწავლებელი ჩემს ცხოვრებაში, პირველი ადამიანი რომელმაც დამაყენა გზაზე, ცოდნის , გამოცდილების, შრომის გზაზე.. ის გახდა ჩემთვის უდიდესი ადამიანი, პიროვნეა რომელიც ღემდე მხარში მედგა  და უხაროდა ჩემი ყველა წარმატება,მას სწამდა ჩემი.

ცოტა ბანალურია ვიღაცისთვის ისაუბრო << პირველ მასწავლებელზე >> მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ასე არარის… ის აღარ არის ჩემი გულშემატკივარი, აღარ დამხვდება იმ პატარა შენობაში,რომელიც ერთ დროს უზარმაზარი მეგონა,  . მართლაც უძვირფასესი ადამიანი ჩემთვის და დარწმუნებული ვარ მის ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვის. არასფროს დამავიწყდება მისი მომღიმარი სახე.. ყოველთვის მემახსოვრება ყველა ის მომენტი, ფიქრი და ემოცია, რომელსაც მე განვიცდიდი კლასში, პირველად შესვლისას.. ვიჯექი და ვუყურებდი ქალს რომელმაც უდიდესი სითბოთი მიმიღო,,  შემდეგი ოთხი წელის შედეგი გახდა უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მისდამი..

ის წავიდა. ცრემლები მახეჩობს , როცა მახსენდება, რომ უნდა მივიდე მის საფლავთან შევხედო მის სურათს და მთელი დარჩენილი ცხოვრება ამ ფოტოზე აღბეჭდილი გამომეტყველება ჩაიბეჭდოს  ჩემს გონებაში…

ეს არ არის სამგლოვიარო  ტექსტი ეს უბრალოდ  ჩემი ტკივილის გასაქარვებელი საშუალებაა, რომელიიც ასე თუ ისე შვებას მგვრის,,, დრო გავა და გაყუჩდება ტკივილიც, მაგრამ იარა მაინც დარჩება სულს.

სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ

ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, დროის სვლას ვერ ვამჩნევთ, ვერ ვამჩნევთ, როგორ გვეცლება ადამიანები ხელიდან..თითქოს ყველას  გააზრებული აქვს ის ფაქტი, რომ ოდესღაც ჩვენი ცხოვრება დასრულდება და  დავრჩებით მხოლოდ მოგონებად, მოგონებად რომმელიც დროდადრო გაქრება. განსაკუთრებით მარტივად გადასატანია ისეთი ადამიანის დაკარგვა, რომლის დაბადებაც აღარავის ახსოვს..

ბევრი დაკრძალვის ცერემონიალი მინახავს, ყოფილა უდიდესი სევდაც, ყოფილა შემთხვევა, როცა საერთოდ მიჩნდებოდა კითხცვვა რა მინდა აქ, თუმცა ნებიით თუ უნებლიეთ ცრემლებით ამვსებია თვალები და გაოცებული ჩემს თავზე მიკითხავს რატომ ტირი? ვისთვის ტირი? ადამიანისთვის რომელსაც არც კი იცნობდი. ყოფილა როცა სიცილის შეკავებით გამოწვეული დისკომფორტის გამო  გამოვვარდნილვარ  ოთახიდან და ღრმად ჩამისუნთქავს.

ჩვენ  ყოველთვის გაოცებულები ვრჩებით, როცა ადამიანი კვდება, თუნდაც ის წლების განმავლობაშიყოფილიყო  სიკვდილის მოლოდინში, მაინც არ ვუტყდებით საკუთარ თავებს სიმართლეში და თვალს ვერ ვუსწორებთ რეალობას, მერე ვიწყებთ მიზეზების ძიებას. სინამდვილეში მიზეზს ვერც ვერა ასდროს გავიგებთ. ან რაში გვჭირდება ვიცოდეთ, დროის უკან დაბრუნება ხომარ შეგვიძლია.. თუმცა ამ საქციელსაც აქვს გამართლება, ვინაიდან რომარა ჩვენი უაზრო მსჯელობა ამა თუ იმ არარეალურ მიზეზებზე, შეიძლება ფსიქიკურად შევიშალოთ და სიკვდილის არსის გააზრება კი არა მეტიც რაციონალურად აზროვნების უნარი დავკარგოთ… ამიტომ ეს ერთგვარ გამოსაალს ქმნის.. საუბრით ცოტა მაინც ვაყუჩებთ ტკივილს (მე პირადად) თუმცა ბევრმა საუბარმა ბევრი შეცდომის აშვება შეიზლება გამოიწვიოს და ასეც არის ,, ამდენ სიტყვების რახარუხსში ვშორდებით ჭეშმარიტებას და ცრუწმენების მორევში ვეშვებით, მორევში რომლიდნაც ამოსვლა ძალიან ძნელლია..

საფლავს დამიფარავს მე მწვანე ბალახი,
ხან რომ გაწვიმდება მას შეცვლის ტალახი.
ხან კი მზეც ამოვა მაგრამ რას გავიგებ,
საფლავში დიდ დარდებს და სევდას წავიღებ,
რამხელა დრო გადის ამხელა ლოდინში,
ვისაც დავაკლდები სულ ყველას ბოდიში.